„ტემპერატურა -5 გრადუსი, თოვა და ძლიერი ქარი“ – ნახეთ, როდიდან უარესდება საქართველოში ამინდი

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში პირველი თოვლიც მოვიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ნოემბრის 19-დან, 21 რიცხვის ჩათვლით, ტემპერატურა კვლავ დაეცემა და თოვლიც მოვა.
„17 ნოემბერს ნალექიანი ამინდი დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი იქნება. მაღალმთაში თოვლია და გაფრთხილებაც გავავრცელეთ. ასევე, მოსალოდნელია ძლიერი ქარი.
18 ნოემბერს უნალექო ამინდია საქართველოში. 19-ში კვლავ თოვლს ველოდებით. 20-21-დან კი ამინდი უარესდება. ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში – 5 გრადუსი იქნება. თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს და მალევე გამოიდარებს“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ სვეტლანა ნიორაძემ.
„თოვის გამო, მოძრაობა აიკრძალა“ – გაფრთხილება მძღოლებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ