სირიის მთავრობა – აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება დაუშვებელია

აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება დაუშვებელია, – ამის შესახებ სირიის მთავრობამ განაცხადა.
სირიის მთავრობის ცნობით, სირიის ტერიტორიაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე -ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა.
„აშშ-ის თავდასხმების შედეგად არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა, სხვები დაშავდნენ, მნიშვნელოვნად დაზიანდა სხვადასხვა საჯარო და კერძო საკუთრება“, – აცხადებს სირიის შეიარაღებული ძალები.
„აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სირიის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის გაგრძელება არ შეიძლება. შეიარაღებული ძალები სირიის ტერიტორიის ტერორიზმისგან და ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს“, – ნათქვამია სირიის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, იორში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.