უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა – გამოცემა “W.P”

უკრაინამ -ს შეატყობინა, რომ მ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ს თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა – გამოცემა “W.P”
მ აშშ-ს შეატყობინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა მხარი არ დაუჭირეს ზელენსკის გადაწყვეტილებას, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევიათ და ამ ნაბიჯს „უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული არჩევანი“ უწოდეს.
„წინასწარ ინფორმირების შედეგად თეთრ სალხს მიეცა საშუალება, მოუწოდოს ზელენსკის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადახედვისკენ, თუმცა ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ ამის გაკეთება საჭირო არაა“, – წერს გამოცემა.
არსებული ინფორმაციით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ წერდნენ სხვა დასავლური გამოცემებიც, მათ შორის The Economist-ი და Financial Times-ი.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე პრეზიდენტის ოფისმა. CNN-ის ცნობით, ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის