ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტყის ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტყის ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა კატასტროფის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა ხანძრის ჩასაქრობად ყველა საჭირო რესურსი იყოს ხელმისაწვდომი.
ჩილეში, ცენტრალურ ვალპარაისოს რეგიონში, ტყის ხანძარი რეგიონის ასობით სახლს ემუქრება.
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ხანძარზე გავლენას სიცხე და გვალვა ახდენს, რაც თავის მხრივ, „ელ-ნინიოს“ კლიმატური მოვლენით არის გამოწვეული.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!