თურქეთში, სევერეკში სკოლაში ცეცხლის გახსნის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

სამართალდამცველები სკოლასთანთურქეთში, ქალაქ სივერეკში აჰმედ კოიუნჯუს სახელობის ანატოლიის პროფესიულ-ტექნიკური ლიცეუმში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაჭრილია 16 ადამიანი. როგორც თურქულ მედიაში წერენ, თავდამსხმელი წარსულში ამავე სკოლაში სწავლობდა.
თავდამსხმელმა, რომელიც 2007 წელს დაიბადა, თავი მოიკლა. ის კოიუნჯუს სახელობის სკოლაში მხოლოდ მეცხრე კლასში სწავლობდა.
დაშავებულთა შორის ათი მოსწავლე, ოთხი მასწავლებელი, ერთი ბუფეტის თანამშრომელი და ერთი პოლიციელია.
ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის მოტივები. თურქეთის პოლიცია მომხდარს იძიებს.