მარტვილში, სოფელ ბანძაში ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა.
სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვისაც სოფელ ბანძაში, ორი ნაბიჯის ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქსინაციისთვის მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს.
“მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; ⁠მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.⁠” – წერია სააგენტოს განცხადებაში