ვლადიმირ პუტინი საბრძოლო დანიშნულებისა და საწვრთნელი ცენტრის ვიზიტის დროს, 2024 წლის 27 მარტი.
კრემლირუსეთის სახელმწიფო დუმამ საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების “ექსტერიტორიული” გამოყენების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
ეს კანონპროექტი ითვალისწინებდა ცვლილების შეტანას მუხლებში: “მოქალაქეობის შესახებ” და “თავდაცვის შესახებ”. სახელმწიფო დუმაში ის 19 მარტს წარადგინეს. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტი შეიმუშავეს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუ მათ დააკავებენ ან სხვა სახის დევნას დაიწყებენ. არმიის “ექსტერიტორიული” გამოყენების გადაწყვეტილების მიღება რუსეთის პრეზიდენტს შეეძლება.
როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიაპროექტი Faridaily წერდა, კანონპროექტის დანიშნულება გაუგებარია, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ისედაც აქვს უფლება “გამოიყენოს ზომები” მოქალაქეების დასაცავად, თუ უცხოური ან საერთაშორისო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს გათვალისწინებულია N390 ფედერალური კანონით – “უსაფრთხოების შესახებ” – კერძოდ, მისი მერვე მუხლით. კანონი “თავდაცვის შესახებ” ამ შემთხვევისთვის ზომების სახით საზღვარგარეთ სამხედროების გამოყენებასაც ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი მიზანი სწორედ ამ ნორმის “განვითარებაა”.
რუსული მედია Коммерсантъ-ის მიერ გამოკითხული იურისტების აზრით, ახალი ნორმა შესაძლოა იყოს “კანონმდებლობითი გაფორმება” სანქცირებული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებისთვის ესკორტის გაყოლებისთვის ან სხვა სახის დაცვისთვის.