ილია დარჩიაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს, კადრი სიმსონს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და აღინიშნა ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია.
„მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გლობალური მნიშვნელობის ენერგოპროექტები, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობა.
ასევე ხაზი გაესვა მწვანე ენერგიის განვითარების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს