“მეგონა გამბედაობა ჰქონდა, მაგრამ ვცდებოდი” – ტრამპი ამჯერად მელონის აკრიტიკებს

მელონისა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში, 2025 წლის აპრილი.Haiyun Jiang/The New York Times
იტალიური გამოცემა Corriere della Sera წერს, რომ მათთან საუბარში -ს პრეზიდენტმა იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი გააკრიტიკა.
როგორც იტალიური მედია ციტირებს, ტრამპმა თქვა, რომ მელონის “არ ანაღვლებს” თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნება. მისივე თქმით, ცდებოდა, როცა იტალიის პრემიერი გამბედავი ეგონა.
“მოსწონთ იტალიელებს ის ფაქტი, რომ თქვენი პრემიერი არანაირად გვეხმარება ნავთობის მოპოვებაში? მოსწონთ ის? წარმოუდგენელია. შოკირებული ვარ მასზე. მე მეგონა გამბედაობა ჰქონდა, თუმცა ვცდებოდი.” – ციტირებს ტრამპის სიტყვებს იტალიური მედია. როგორც Corriere della Sera წერს, ტრამპმა მათ ეს შეკითხვა იქამდე დაუსვა, სანამ მათი ჟურნალისტი თავად მას რამეს ჰკითხავდა.
“არა. ის მხოლოდ ამბობს, რომ იტალიას არ სურს ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ იტალია ნავთობს იქიდან იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ის არ ფიქრობს, რომ იტალია უნდა ჩაერთოს. მისი აზრით, ამერიკამ საქმე მის ნაცვლად უნდა გააკეთოს.” – მედიის ცნობით, უპასუხა ტრამპმა შეკითხვას, ესაუბრა თუ არა მელონის ინტერვიუში აქამდე გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
იტალიელმა ჟურნალისტებმა -ს პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობს მელონის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ ტრამპის მიერ პაპი ლეოს კრიტიკა “მიუღებელი” იყო.
“თავადაა მიუღებელი, რადგან არ ანაღვლებს ირანს თუ ბირთვული იარაღი ექნება და იტალიას ორ წუთში ააფეთქებენ თუ შესაძლებლობა მიეცათ.” – გამოცემის ცნობით, უპასუხა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მელონისთან დიდი ხნის განმავლობაში არ უსაუბრია.
“იმიტომ, რომ მას არ სურს NATO-სთან დაკავშირებით დაგვეხმაროს, არ სურს დაგვეხმაროს ბირთვული იარაღის მოშორებაში. ის ძალიან განსხვავდება იმისგან, როგორიც მეგონა რომ იყო.” – მედიის ცნობით, თქვა ტრამპმა შეკითხვის პასუხად, რატომ არ უსაუბრია მელონისთან დიდი ხნის განმავლობაში.
როგორც Corriere della Sera აღნიშნავს, ტრამპი ექვსწუთიან სატელეფონო ინტერვიუში იტალიის პრემიერს ძალიან აკრიტიკებდა.
“ის აღარაა იგივე ადამიანი და იტალია აღარასდროს იქნება ძველებურივით. იმიგრაცია იტალიას და მთელ ევროპას კლავს.” – თქვა ტრამპმა მედიის ცნობით.
იტალიური გამოცემის ცნობით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპა “საკუთარ თავს შიგნიდა ანადგურებს” საემიგრაციო და ენერგეტიკის პოლიტიკით.
“ისინი მსოფლიოში ენერგიის უძვირეს ფასებს იხდიან და ჰორმუზის სრუტისთვის საბრძოლველადაც კი არ არიან მზად, საიდანაც მას იღებენ. ისინი დონალდ ტრამპის იმედზე არიან, რომ [სრუტე] ღია იყოს.” – თქვა ტრამპმა.
მედიის წარმომადგენლებმა ტრამპს ჰკითხეს, სთხოვა თუ არა იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნებს, გაეგზავნათ გამნაღმველი ხომალდები, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: “ვთხოვე გამოეგზავნათ ის, რასაც მოისურვებდნენ, მაგრამ მათ არ სურთ, რადგან NATO ქაღალდის ვეფხვია”.
პაპ ლეოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად ტრამპმა თქვა, რომ მას არ ესმის თუ როგორ ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს ირანი.
“მას არ ესმის და არ უნდა ლაპარაკობდეს ომზე, რადგან წარმოდგენა არ აქვს რა ხდება. არ ესმის, რომ გასულ თვეში ირანში 42 000 დემონსტრანტი მოკლეს”. – თქვა ტრამპმა იტალიური გამოცემის ცნობით პაპ ლეოზე.
იტალიელმა ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, არის თუ არა გულდაწყვეტილი, რომ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.
“ის ჩემი მეგობარი იყო. ეს ჩემი არ ყოფილა, მაგრამ ის ჩემი მეგობარი იყო, კარგი კაცი. მან კარგად მოაგვარა იმიგრაცია. მან ხალხს იტალიასავით ქვეყანაში შესვლისა და მისი განადგურების ნება არ მისცა.” – თქვა ტრამპმა.
წარსულში აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯა მელონის პოზიტიურად აფასებდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტრამპმა იტალიის პრემიერი მსგავსად გააკრიტიკა.