აფრიკის თასის მეოთხედფინალში ნიგერიამ ანგოლა 1:0 დაამარცხა.
გოლი ისევ „ატალანტას“ თავდამსხმელმა ადებოლა ლუკმანმა გაიტანა. 75-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენის გოლი კი თამაშგარეს გამო გააუქმეს. ის 90+5-ე წუთზე შეცვალეს.
ნიგერია ნახევარფინალში კაბო ვერდესა და სამხრეთ აფრიკას შორის გამარჯვებულს 7 თებერვალს შეხვდება.
ნიგერია – ანგოლა 1:0
გოლი: ლუკმანი (41)