„სამუშაო ძალის გადანაწილება ხდება“ – როგორია ავტომობილების განბაჟების გაძვირების ეფექტი?(bm.ge)

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ კომპანიების ნაწილს თანამშრომლების განთავისუფლება უწევთ, ის კომპანიები კი, რომლებსაც სამუშაო ძალის დეფიციტი ჰქონდა, კადრებს იყვანენ. მან ამის შესახებ BMG-სთან ავტომობილების განბაჟების გაძვირების ეფექტის შეფასებისას განაცხადა.როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, აპრილიდან საქართველოში ავტომობილების განბაჟების გაძვირების ეფექტი თვალსაჩინო ერთ თვეში გახდება.”საჯარო სივრცეშიც, სოციალურ ქსელშიც, ისეთი პირადად ინფორმაციის სახით რაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეულ კომპანიებს უწევთ თანამშრომლების გაშვება იმიტომ, რომ გაურკვევლობა დიდია. ასევე, არიან კომპანიები, რომლებიც პირიქით, ცდილობენ, რომ თანამშრომლები აიყვანონ, რადგან დეფიციტი აქვთ, გადანაწილება ხდება სამუშაო ძალის. ეს სადღაც ერთი თვე მაინც გაგრძელდება, ამ ერთი თვის განმავლობაში გამოერკვევა, რამდენი კომპანია ვთქვათ, რჩება ბაზარზე, რამდენი გადის და ასე შემდეგ.რაც შეეხება დილერებს, აქ უფრო რთულად იქნება საკითხი, იმიტომ, რომ ჯერ ის ავტომობილები, რომლებიც ჭარბად შემოვიყვანეთ და გზაშია, ჯერ არ შემოსულა, სანამ ეს ავტომობილები არ ამოიყიდება, ცოტა რთული იქნება იმის განსაზღვრა, ვთქვათ რამდენი დილერი დარჩება ბაზარზე და რამდენი გავა. თუმცაღა მანამდე ჩვენ ვარაუდობდით, რომ 60-70% იქნებოდა დილერების [ვინც ბაზარს დატოვებდა].ახლა დღესასწაულები დაემთხვა და ყველა, აბსოლუტურად ისვენებდა, როგორც კომპანიები, ასევე დილერები. [მოთხოვნაზე ეფექტი] ამ ერთი თვის განმავლობაში უფრო დეტალურად გამოჩნდება. თუმცა მოლოდინები, რა თქმა უნდა, დადებითი ვერ იქნება”, – ამბობს ალექსი ნონიაძე.კითხვაზე სახელმწიფო უწყებებთან შემდგომი კომუნიკაციის შესახებ, ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ კომუნიკაცია გაგრძელდება, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ სექტორი რაიმე შეღავათს მიიღებს.”ძალიან დიდი გაურკვევლობა იყო, სანამ კანონს მიიღებდნენ. ის მოლოდინი იყო, რომ შეიძლება გაიწვიოს მთავრობამ, მაგრამ ახლა უკვე გამოიკვეთა, რასთან გვაქვს საქმე.დილერებს ჰქონდათ სურვილი, რომ კომუნიკაცია გვქონდეს, რომ ეს რთული მოცემულობა, რაც ამ კანონის გამო მივიღეთ, რაღაც თუნდაც საკანონმდებლო დონეზე შეღებსუბუქებულიყო. საკმაოდ კარგად დავუხასიათეთ, ავუხსენით ამ ადამიანებს, ეს რა შედეგის მომტანია, და მაინც მიიღეს ეს კანონი და ნაკლებად მაქვს მოლოდინი იმისი, რომ რაღაც შეღავათებზე ახლა წამოვლენ. მაგრამ რა თქმა უნდა, მცდელობას ჩვენ, ასოციაცია, არც ერთ შემთხვევაში არ დავაკლებთ”, – აცხადებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.1 აპრილიდან აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის – 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.bm.ge