ყაველაშვილმა სააღდგომოდ პატიმრები არ შეიწყალა (ვიდეო)

მიხეილ ყაველაშვილმა სააღდგომოდ პატიმრები არ შეიწყალა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია TV პრველისთვის გამოგზავნილ პასუხში წერს:

  • შეწყალება არ განხორციელებულა. როცა შეწყალება არის, ყოველთვის ვრცელდება ინფორმაცია და განცხადება”, – აცხადებენ მიხეილ ყაველშვილის ადმინისტრაციაში”, – წერია ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში. 

ცნობისთვის, შარშან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

თითქმის ერთი კვირაა, ათასობით პატიმრის ოჯახი, მიხეილ ყაველაშვილის სააღდგომო შეწყალების აქტს ელოდება. მათ შორის არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ამბობენ, რომ უკვე 5-ჯერ მიმართეს შესაბამის უწყებას შეწყალების მოთხოვნით, თუმცა ეს თხოვნა გათვალისწინებული არ ყოფილა.

პოსტები იწერება, ზოგი ცრუ ინფორმაციას წერს, ხალხი ანერვიულდა, ყველა პატიმრის ოჯახი ველოდებით რაღაცა დადებითი მოხდეს და გაგვითვალისწინონ. 

5 შეწყალება გვქონდა გაგზავნილი და არცერთზე პასუხი არ იყო მოსული. მამაოს დაწერილი შეწყალებაცაა და იქნება გაითვალისწინონ. 5 შვილის მამაა და იქნებ მოხვდეს სიაში. შარშან როგორც მახსოვს 25 პატიმარი შეიწყალა, მაგრამ ჩემი პატიმარი არ მოხვდა მაგ სიაში. ახლა ველოდებით, ეგება რაღაცა მოხდეს” – ამბობს თამო ღვინიანიძე. 

რა მოხდა ახლა და რატომ არ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა პატიმრები? – ეს კითხვა “პირველებმა” დღეს “ოცნების” წევრებს დაუსვა.

შეწყალება პრეზიდენტის დისკრეცია, არის სხვა დღესასწაულებიც – უთხრა ირაკლი კირცხალიამ TV პირველს.

ყოველთვის მზად ვართ და მოწადინებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი არსრულდეს. ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია, მისი პრეროგატივა, არის სხვა დღესასწაულები და დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება და როცა გადაწყვეტს პრეზიდენტი, როგორც აქამდე გაუკეთებია, ეს აქტი შედგება. თარიღებზე ძალიან გთხოვთ ნუ დავკონკრეტდებით, მითუმეტეს ძალიან სენსიტიურ თემას ეხება – ზოგის ოჯახის წევრია, ზოგის მშობელია”, – აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი. 

“პირველებმა” შეწყალების საკითხზე კითხვები დაუსვა ლადო ბოჟაძესაც – “ოცნების” წევრის თქმით, კარგი იქნება, თუ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე  პატიმრებს შეიწყალებს.

დღეს პირველი სამუშაო დღეა, ამიტომ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება დღის განმავლობაში – რამდენად იგეგმებოდა, ან იგეგემება თუ არა და მზადდება თუ არა შესაბამისი დოკუმენტი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეწყალება ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, თუ პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შეიწყალებს პატიმრებს”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…