პესკოვი: მას შემდეგ, რაც ამ ზომების მიღების აუცილებლობა გაქრება, შესაბამისად, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება

“გასაგებია, რომ ინტერნეტის მუშაობის შეზღუდვა მრავალი მოქალაქისთვის დისკომფორტს ქმნის. თუმცა ახლა ასეთი პერიოდია. მას შემდეგ, რაც ამ ზომების მიღების აუცილებლობა გაქრება, შესაბამისად, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება, ნორმალიზდება.” – ამბობს კრემლის პრესსპიკერი, .
პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას “ესმის ამ ზომების მიზანშეწონილობა და აუცილებლობა”.
მისივე თქმით, მოსახლეობა “გაგებით” ეკიდება საკომუნიკაციო აპლიკაციების შეზღუდვასაც, რაც მან კიდევ ერთხელ იმით გაამართლა, თითქოს მსგავსი აპლიკაციები რუსეთის სამართლებრივ მოთხოვნებს არ ასრულებენ.
ბოლო პერიოდში რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ინტერნეტი პერიოდულად იზღუდება, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები დრონების თავდასხმის საშიშროებით ხსნიან. მსგავსი შეზღუდვები თავდაპირველად უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში წესდებოდა. მაგალითად ინტერნეტის მუშაობა იზღუდებოდა ბელგოროდის ოლქში, სადაც შეფერხებით მუშაობდა ე.წ. თეთრი სიის ვებგვერდებიც. ამ სიას რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო ადგენს და მასში შემავალი ვებსაიტები მომხმარებლებისთვის ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვების დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 2026 წელს ინტერნეტის შეფერხება და ე.წ. თეთრი სიების გამოყენება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც დაიწყო. მარტის დასაწყისიდან რუსეთში შეფერხებით მუშაობს სოციალური ქსელი ტელეგრამიც, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალში აკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…