გაყინული რუსული აქტივებიდან Euroclear-მა 4,4 მილიარდი ევრო გამოიმუშავა

გასულ წელს საერთაშორისო დეპოზიტარმა Euroclear-მა ევროკავშირის სანქციების გამო გაყინული რუსული აქტივებიდან 4,4 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. ამის შესახებ Financial Times Euroclear ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
„დეპოზიტარმა განაცხადა, რომ საპროცენტო შემოსავალი რუსული აქტივებიდან ოთხჯერ გაიზარდა, 2022 წლის 821 მილიონი ევროდან, საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო“- წერს FT.
Euroclear-ის მთლიანი წმინდა საპროცენტო შემოსავალი 2022 წლის 1,17 მილიარდი ევროდან 2023 წელს 5,5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი კი რუსული აქტივებიდან მოდის.
Euroclear ფლობს დაახლოებით 191 მილიარდ ევროს, რუსული აქტივების უმეტეს ნაწილს, რომელიც გაყინული იყო დასავლეთის სანქციებით მას შემდეგ, რაც ს ფედერაციამ დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა ში.
გაზეთი იხსენებს, რომ ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ გზებს, უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენონ ის შემოსავალი, რომელიც Euroclear-მა მიიღო ანგარიშის ნაშთების რეინვესტიციიდან .
ორშაბათს, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთხმად დაამტკიცა ახალი წესები, რომლებიც გზას გაუხსნის ამ ნაბიჯის გადადგმას.
„მაგრამ კანონმდებლობა რეტროაქტიულად არ გავრცელდება 2023 წლის შემოსავალზე, მხოლოდ მათზე, რომლებიც დაერიცხება ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ უახლოეს კვირებში. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს Euroclear-ის შემოსავალი 4,4 მილიარდი ევრო, სავარაუდოდ, არ იქნება რეზერვირებული უკრაინისთვის.
ბელგიის მთავრობის განცხადებით, Euroclear-მა უკვე გადაუხადა 1,08 მილიარდი ევრო რეგულარული კორპორატიული გადასახადის სახით ბელგიას 2023 წელს და ეს თანხა მოხმარდა უკრაინელების მხარდასაჭერ ზომებს“, – წერს FT.
ევროკომისია ამზადებს შემდგომ კანონმდებლობას, რათა რეალურად ამოიღოს ის მოგება, რომელიც გადაიდო და შემდეგ გადაიტანოს ისინი უკრაინის ფონდში.
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ Euroclear-ის დაუგეგმავი მოგების ჩამორთმევა სწორი მიდგომად მიაჩნია.
ამავდროულად, შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს არა მხოლოდ Euroclear-ის შემოსავლების , არამედ რუსეთის სუვერენული აქტივების სრულ ჩამორთმევას, რასაც G7-ის ზოგიერთი პარტნიორი სკეპტიციზმით უყურებს.
გერმანია და საფრანგეთი, ისევე როგორც ევროპის ცენტრალური ბანკი, გააფრთხილეს ფინანსური სისტემის პოტენციური რისკების შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ცენტრალური ბანკების მიერ თავიანთი აქტივების გატანა.

ასევე დაგაინტერესებთ