საავტომობილო გზების დეპარტამენტისაავტომობილო გზების დეპარტამენტის დღეს გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გზის მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე – აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე – დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე – დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე – აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.