სოფელ კარკუჩის საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, გადაადგილება შეზღუდულია – ყაზბეგის მერია

tbl.ge/7h92ყაზბეგის მერიის განცხადებით, სოფელ კარკუჩის საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
“სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება მოძრაობა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას”. – წერია განცხადებაში.კომენტარებიბოლო სიახლეები