უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან გამოსვლისას საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, “არჩევნების შედეგი ნათელია, მაგრამ მტკივნეულია”.
ორბანმა დაამატა, რომ Fidesz უნგრეთის მსახურებას ოპოზიციიდან განაგრძობს და “არასდროს დანებდება”.
“არჩევნების შედეგები ჯერ საბოლოო არ არის, თუმცა გასაგები და ცხადია. არჩევნების შედეგი ჩვენთვის მტკივნეულია, მაგრამ ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვენიჭა. გამარჯვებულს მივულოცე. […] ჩვენ არასდროს ვნებდებით, ეს არის ის, რაც ხალხმა ჩვენზე იცის, არასდროს ვნებდებით”. – თქვა ორბანმა.
მანამდე, ოპოზიციის ლიდერმა, პიტერ მადიარმა Facebook-ზე დაწერა, რომ ორბანმა მას დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ცნობისთვის, უნგრეთში ამჟამად ხმების 72.44%-ია დათვლილი. ხმების ახლანდელი განაწილებით, ოპოზიციურმა პარტიამ, Tisza-მ 199-კაციან პარლამენტში 138 მანდატი მოიპოვა, Fidesz-ის მმართველმა კოალიციამ კი – 54. მესამე ადგილს Mi Hazank იკავებს – 7 მანდატით.