ვენსის თქმით, -ირანის 21-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები ვერ შეთანხმდნენ

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსიREUTERS/Jonathan Ernstაშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, განაცხადა, რომ პაკისტანში ირანის რეჟიმის წარმომადგენლებთან გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების განმავლობაში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ვენსის ცნობით, 21-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ -ს დელეგაცია სამშობლოში ირანთან შეთანხმების გარეშე ბრუნდება, რაც, მისი თქმით, ირანის რეჟიმისთვის არის ცუდი.
“ჩვენ არაერთი სიღრმისეული დისკუსია გვქონდა ირანელებთან, ეს კარგი ამბავია, მაგრამ ცუდი ამბავი ისაა, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და ჩემი აზრით, ეს ბევრად უფრო ცუდია ირანისთვის, ვიდრე – ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
ასე რომ, აშშ-ში ვბრუნდებით ისე, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის. ჩვენ ძალზე მკაფიოდ გამოვხატეთ, თუ სად გადის ჩვენი წითელი ხაზები, რა მხრივ ვართ მზად, რომ მათი პირობები გავითვალისწინოთ და რა არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენ ეს მაქსიმალურად გარკვევით განვმარტეთ და მათ გადაწყვიტეს, არ დათანხმებოდნენ ჩვენს პირობებს.” – განაცხადა ვენსმა ისლამაბადში ირანის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
“ჩვენ უნდა დავინახოთ დადებითი ვალდებულების აღება, რომ ისინი [ირანი] არ შეეცდებიან ბირთვული იარაღის მოპოვებას და ექნებათ მცდელობა, ფლობდნენ ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ ბირთვული იარაღის სწრაფად მოპოვებაში დაეხმარება”. – დაამატა მან.
პარალელურად, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად “გაწმენდითი სამუშაოებისთვის” ემზადებიან, მას შემდეგ, რაც ირანმა სრუტე დანაღმა.
ამას გარდა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვისას აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია “ჯერ არ დასრულებულა,” თუმცა, მისი თქმით, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ აშშ-სა და ისრაელს ომში “ისტორიული მიღწევები” აქვთ.