პოლონეთში 5 თვის ბავშვი ცემით მოკლეს – რას ედავება გამოძიება დედას, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

1
პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ბავშვის დედა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მამაზე კი ძებნაა გამოცხადებული. იგივე საქმეზე დაკავებულია კიდევ 2 მამაკაცი, ისინი მოლდოვის მოქალაქეები არიან. დედას, რომელიც მოლდოვაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოლდოვაში იმყოფებოდა, ამ სამ მამაკაცთან ჰყავდა შვილი დატოვებული, მამასთან და მის ორ ნაცნობთან.
5 თვის ბიჭი საავადმყოფოში პარასკევს შეიყვანეს. მას თავის ქალის მოტეხილობა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ, ცემის კვალზე მიანიშნებდა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით.
სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას