“სინოდი მმართველი პარტიისათვის საერთოდ არ არსებობს, ერთი სუბიექტის გარდა”– გამზარდია

18
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
პატრიარქის ფაქტორი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება, ამიტომ მასზე მსჯელობის უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს.
მოსაყდრე შიოს თავის გულშემატკივრები, იქნება ეს მღვდელმთავრები თუ სხვა, ძალიან დიდ უხერხულობაში აგდებენ.
მიტროპოლიტი იობის წინააღმდეგ ძალიან პრიმიტიულ აგრესიას და დისკურსს აქვს ადგილი ზოგიერთი მღვდელმთავრის მხრიდან.
ის, რომ მღვდელმთავრები ერთმანეთს მედიით ელაპარაკებიან და არა პირადად, აჩენებს რომ სინოდის ერთიანობა უკვე ფორმალურიც აღარ რჩება და ეს ბზარები უკვე ზედმეტად შესამჩნევია, რაც საშიშ პერსპექტივას ქმნის.
მმართველი პარტიის ინტერესი საპატრიარქო კანდიდატობასთან დაკავშირებით ზედმეტად ხილვადია, ხელისუფლების ჩვენებით, არსებობს მხოლოდ მოსაყდრე და სინოდი მმართველი პარტიისათვის საერთოდ არ არსებობს ერთი სუბიექტის გარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას