უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე – უღონობას ვასხივებთ

უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, ოპოზიცია უღონობას ასხივებს.
“არ შეიძლება, რომ ტყუილები ველაპარაკოთ ერთმანეთს. მეც ხომ ვიღებ, ვისმენ, ბევრ რამეს მეც არ ვეთანხმები, რას ლაპარაკობს ხალხი პოლიტიკოსებზე. მეც ხომ შეიძლება, როგორც ხალხზე არა, როგორც ამომრჩეველზე ვთქვა. უღონობას ვასხივებთ, უნდა ვიცოდეთ, მარტო პოლიტიკოსები – არა. გუშინ რომ 60 ადამიანი ვიდექით პარლამენტის წინ 9 აპრილთან დაკავშირებით ღამის 4 საათზე, წვიმის გამო რომ არ მოხვალ, ხომ არის… პოლიტპატიმრების მშობლები რომ გთხოვენ, მიხვიდე, ტელევიზიით მოგიწოდებენ, ვისაც შვილები ციხეში ჰყავს. უმჯობესი იქნებოდა, რომ ბევრნი ვყოფილიყავით,” – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა