მოსკოვის პატრიარქი შობაზე ქადაგებდა, სანამ არ შეახსენეს, რომ დიდი ოთხშაბათი იყო (ვიდეო)

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, დიდ ოთხშაბათს წარმოთქმული სიტყვისას მოულოდნელად სრულიად სხვა დღესასწაულის შესახებ დაიწყო ქადაგება.

რუსეთის პატრიარქი ვნების კვირაში 5 წუთის განმავლობაში ქადაგებდა შობასა და ნათლისღებაზე. დაახლოებით მეხუთე წუთზე მასთან ტაძრის მსახური მივიდა და დაწერილი ტექსტით შეახსენა, რომ დიდი ოთხშაბათი იყო.

წერილის წაკითხვის შემდეგ კირილი შეკრთა და სწრაფად შეცვალა ქადაგების მიმართულება.

კირილს იგივე დაემართა ხარების დღესასწაულზე.

რუსეთის პატრიარქის მიერ არეული თარიღები კითხვებს აჩენს მისი ჯანმრთელობისა და მეხსიერების მდგომარეობის შესახებ.