ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან შეთანხმების მთავარი პრიორიტეტი მისი ბირთვული პოტენციალის შეზღუდვაა.
„არანაირი ბირთვული იარაღი. ეს შეთანხმების 99%-ია. ვნახოთ, რა გამოვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე „ავტომატურად გაიხსნება“.
„სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ. მას სხვა ქვეყნები იყენებენ. ის საკმაოდ მალე გაიხსნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, ირანს ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებას არ მისცემს.
„ამას არ დავუშვებთ. ეს საერთაშორისო წყლებია“, – განაცხადა ტრამპმა.



