რუსეთმა სტენფორდის უნივერსიტეტი “არასასურველი ორგანიზაციების” სიაში შეიყვანა

10 აპრილს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.

რუსეთის მთავრობას არ განუმარტავს, რატომ მიიჩნია სტენფორდის უნივერსიტეტი “არასასურველად”. ეს სტატუსი შეიძლება შეეხოს უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის რუს სტუდენტებსაც, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ – მათ ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

“არასასურველ ორგანიზაციებს” რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ, ხოლო მათი მასალების გავრცელება ფიზიკური პირებისა თუ მედიის მიერ აკრძალულია.

ამ დრომდე, რუსეთმა “არასასურველ ორგანიზაციებად”, სულ მცირე, 19 დასავლური უნივერსიტეტი გამოაცხადა, მათ შორის: Yale University, Bard College, University of California, Berkeley და George Washington University. უმეტესად მათ LGBT და ანტი-რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.