ირანის დელეგაცია ისლამაბადში -თან მოლაპარაკებებზე ჩავიდა

1
ირანის დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ამერიკულ მხარესთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანულ დელეგაციას ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაშია აგრეთვე ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამად ბაღერი ღალიბაფი.
ირანული მედია ისლამაბადში ირანული დელეგაციის ჩასვლას უარყოფს.
პაკისტანში ელოდებიან -ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე იქნებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.