რუსეთში სისტემური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კრემლის ნებართვით ინტერნეტისა და Telegram-ის ბლოკირების თემას წინასაარჩევნო კამპანიისთვის აქტიურად იყენებენ. მიუხედავად მწვავე განცხადებებისა, ეს არა ნამდვილი პროტესტი, არამედ კრემლის მიერ კონტროლირებადი პროცესია, რომლის მიზანიც საზოგადოების უკმაყოფილების მართვაა. წერს რუსული დამოუკიდებელი და დისიდენტური მედიაორგანიზაცია MEDUZA.“მედუზას” თანახმად, ყველაზე მეტად პარტია „ახალი ადამიანები“ აქტიურობს, რომელიც მოსახლეობას ინტერნეტის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქუჩებში როუტერებით აღჭურვილი „Wi-Fi-ფერიების“ გამოყვანას ჰპირდება. თუმცა, მთავრობასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, პარტია პრეზიდენტის ადმინისტრაციის (კერძოდ, სერგეი კირიენკოს) პროექტია. კრემლს სურს, რომ არჩევნებში სწორედ მათ დაიკავონ მეორე ადგილი და ჩაანაცვლონ კომუნისტური პარტია (KPRF).ამ პროცესში მედუზას ცნობით, კონკურენტი სისტემური პარტიებიც არიან ჩართულნი: LDPR-მა (ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, ვლადიმერ ჟირინოვსკის მიერ დაფუძნებული) „ციფრული უფლებების“ შესახებ კანონპროექტი დააანონსა, რაც პოლიტტექნოლოგების შეფასებით, ძირითადად ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვებას ემსახურება. კომუნისტები (KPRF) „ციფრული ცენზურის“ წინააღმდეგ მცირერიცხოვან ქუჩის აქციებს მართავენ. „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა, სერგეი მირონოვმა „როსკომნადზორი“ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა მას შემდეგ დუმს.“მედუზას” თანახმად, კრემლი ამ პარტიებს ბლოკირების გაკრიტიკების საშუალებას აძლევს, რათა ხალხის გაღიზიანება განიმუხტოს. თუმცა, დაშვებული საზღვრები მკაცრია — აკრძალულია ბლოკირების დაკავშირება სერიოზულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან (მაგალითად, საბანკო სისტემის შეფერხებასთან). წყაროების ცნობით, თუ ამ კამპანიის გამო მმართველი გუნდის რეიტინგი დაეცემა, კრემლი ინტერნეტის შეზღუდვების კრიტიკას დაუყოვნებლივ აკრძალავს.ბოლო პერიოდში რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში ხან მნიშვნელოვანი შეფერხებებით ხან საერთოდ არ მუშაობს მობილური ინტერნეტი. რუსეთში დარჩენილი ერთადერთი არაკონტროლირებადი მესენჯერი Telegram კი 10 აპრილის მდგომარეობით თითქმის 100%-ით არის დაბლოკილი. დიდი ხანია რუსეთში დაბლოკილია ფეისბუკი, Viber, Whatsup და სხვა. პარალელურად რუსეთი ჩინეთის მსგავსი ტექნოლოგიით ცდილობს ქვეყანა სრულად გაწმინდოს VPN-ებისგან, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ გახსნან დაბლოკილი საიტები.„სისტემური ოპოზიცია“ რუსულ პოლიტიკაში აღნიშნავს ოფიციალურად რეგისტრირებულ და პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ფორმალურად მმართველი პარტიის („ერთიანი რუსეთის“) ოპონენტებად ითვლებიან, მაგრამ სინამდვილეში კრემლის თამაშს თამაშობენ და მოქმედ პოლიტიკურ რეჟიმს საფრთხეს არ უქმნიან. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ისინი ქმნიან დემოკრატიული სისტემის დეკორაციას და არიან ოპოზიციის როლში პუტინის თეატრში. სისტემური ოპოზიციის მთავარი მახასიათებლებია:რეჟიმისადმი ლოიალობა: ისინი არასდროს აყენებენ ეჭვქვეშ ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებას და მხარს უჭერენ მთავრობას ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხში — იქნება ეს საგარეო პოლიტიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საკონსტიტუციო ცვლილებები თუ რეპრესიული კანონების მიღება.კონტროლირებადი კრიტიკა: მათ უფლება აქვთ, მთავრობა გააკრიტიკონ ლოკალურ ან სოციალურ პრობლემებზე (მაგალითად, მოითხოვონ პენსიების ზრდა, ან კომუნალური გადასახადების დაწევა). ამის მიზანია დემოკრატიისა და მრავალპარტიულობის ილუზიის შექმნა, ასევე საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების „უსაფრთხო“ კალაპოტში მიმართვა. სახელმწიფოსგან წახალისება: სისტემისადმი ლოიალობის სანაცვლოდ, ეს პარტიები იღებენ უხვ სახელმწიფო დაფინანსებას, აქვთ თავისუფალი წვდომა ფედერალურ ტელეარხებზე, უსაფრთხოების გარანტიები და სტაბილური ადგილები პარლამენტსა თუ რეგიონულ საბჭოებში.დღეს რუსეთში სისტემურ ოპოზიციას წარმოადგენს ოთხი ძირითადი პარტია:რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია (KPRF)ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (LDPR)„სამართლიანი რუსეთი — სიმართლისთვის“„ახალი ადამიანები“ (Новые люди)რით განსხვავდება ის „არასისტემური ოპოზიციისგან“?არასისტემურ ოპოზიციას უწოდებენ იმ პოლიტიკოსებსა და მოძრაობებს (მაგალითად, ალექსეი ნავალნის გუნდი), რომლებიც რეალურად ითხოვენ და ცდილობენ ხელისუფლების ცვლილებას. მათ არ აძლევენ პარტიის რეგისტრაციის უფლებას, არ უშვებენ არჩევნებზე და მათ წინააღმდეგ სახელმწიფო იყენებს მკაცრ რეპრესიებს — დაპატიმრებებს, დევნასა და ქვეყნიდან იძულებით გაძევებას.ყველა გამოკვეთილი არასისტემური ოპოზიციონერი ლიდერი რუსეთში ან მკვდარია/მოკლული(ალექსეი ნავალნი, ბორის ნემცოვი) ან ციხეში ზის ან ემიგრაციაშია (ილია იაშინი, კარა მურზა და სხვა).


