„გუდვილის“ დამფუძნებლები დუბაიში რესტორან „ქართულს“ დღეს გახსნიან

„გუდვილის“ დამფუძნებლები დუბაიში რესტორან „ქართულ“-ს დღეს გახსნიან.
მარიამ შევარდნაძის თქმით, თავდაპირველად, სანამ რესტორანი გაიხსნებოდა, პარტნიორთან ერთად მიტანის სერვისი შექმნა. იმისდა მიუხედავად, რომ ბაზარზე მცირე მენიუთი ოპერირებდნენ, მცირე ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა და მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი გაფართოებაც
რესტორანი „ქართული“, რომელიც დუბაის ცენტრში, „ბურჯ-ხალიფასთან“ და “დუბაი მოლთან” ახლოს მდებარეობს დღეს გაიხსნება და მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ქართული, სახლური გემოები დააგემოვნონ.
შეგახსენებთ, რესტორანი „ქართული“ დღეს გაიხსნება და „კომერსანტი“ დამატებით დეტალებს შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ