ორბანი აცხადებს, რომ რუსეთსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ეროვნულ რადიოსთან ტრადიციულ ინტერვიუში განმარტა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, საბოლოოდ დათანხმებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ახალი, 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას.
მისი თქმით, უნგრეთს არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს. კერძოდ, თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა და ბუდაპეშტი გააგრძელებდა ვეტოს უფლების გამოყენებას, მაშინ ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყანა დათანხმდებოდა ფულის გაგზავნას უკრაინისათვის. მათ შორის დახმარებაში შევიდოდა თავად უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხები. “რით იქნებოდა ეს უკეთესი?” – განაცხადა თავისი პოზიციის შეჯამების დროს ვიქტორ ორბანმა.
რადიოეთერში ვიქტორ ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი ს იარაღით არ ამარაგებს, სამაგიეროდ ბუდაპეშტი ბრიუსელის სახსრებს იყენებს და უკრაინის სამოქალაქო საჭიროებების დაფინანსებაში ეხმარება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ხოლო დრო “ახლა სთვის მუშაობს.”
1 თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე საგანგებო სამიტზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ამ გადაწყვეტილების მიღებით დაიძლია უნგრეთის წინააღმდეგობა, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ორბანმა დეკემბერში დაადო ვეტო უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას.

საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ამ თანხის ნაწილი, 17 მილიარდი ევრო, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს.

ასევე დაგაინტერესებთ