ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვაზე შეთანხმების დარღვევისთვის აკრიტიკებს

-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიNeil Hall/EPA/Bloombergაშშ-ს პრეზიდენტი, ირანს ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვის დაშვებასთან დაკავშირებით შეთანხმების დარღვევის გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ამას ირანი “სამარცხვინოდ” ართმევს თავს.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
“ირანი ძალიან ცუდად, ზოგი იტყოდა, რომ სამარცხვინოდ, ართმევს თავს ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვის დაშვებას. ეს არ არის შეთანხმება, რომელიც გვქონდა!” – წერს ტრამპი.
მანამდე, 9 აპრილს -ს პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალის გამოყენებით დაიმუქრა, თუ თეირანი აშშ-სთან მიღწეულ “რეალურ შეთანხმებას” სრულად არ დაემორჩილება.
ცნობისთვის, 11 აპრილს პაკისტანში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, ხოლო ამერიკულ დელეგაციას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი “ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას” დათანხმდა.
ტრამპი: ირანზე შეტევას ორი კვირით ვაჩერებ, ეს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება!
ამის მიუხედავად, ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია, რის საბაბადაც ირანი ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებს. თავის მხრივ, ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის საკითხიც იყო გათვალისწინებული.
ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ როგორც ტრამპმა, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ახსენა ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა “მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი” უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ირანის 10-პუნქტიანი პირობების სია განსხვავდება იმ 10-პუნქტიანი წინადადებისგან, რომელიც აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გამოსადეგ საყრდენად ჩათვალა.
მოგვიანებით, აშშ-ს მხრიდან ირანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ისრაელის არმიამ 8 აპრილს მასშტაბური იერიშები მიიტანა ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე, რის შემდეგაც თეირანმა და აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა, აშშ და აცხადებენ, რომ ლიბანი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
ტრამპის თქმით, ლიბანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ მოიცავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს