საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, შესარჩევი ციკლში, მეორე რაუნდის B ლიგის პირველი მატჩი მასპინძელი სან მარინოს წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 3-ბურთიანი სხვაობით – 4:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქე გუნდის მცველმა – ვიქტორ ჟურდენმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. მეორე ტაიმის 58-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს, მაგრამ მალევე სანდრო მიქაუტაძემ (62′) და რეზი გაზდელიანმა (67′) ჩვენი გუნდი დააწინაურეს. საბოლოო ანგარიში კი ტაბლოზე 90-ე წუთზე გიორგი ჯამარაულმა დააფიქსირა დააფიქსირა – 1:4.
სანდრო კობახიძის გუნდი შემდეგ მატჩს 13 აპრილს, აკვავივაში, ანდორის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც უელსთან დღეს ფრედ – 0:0 ითამაშა.
13 აპრილი | ანდორა V საქართველო | აკვავივა | 13:00
16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა | 13:00
სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი).
მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლევან კალაძე (სამტრედია), საბა კილაძე (იბერია 1999), ნიკოლოზ ფოცხვერია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო ბათუმი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული), რეზი გაზდელიანი (სიონი ბოლნისი), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: არი დემირი (ნიურნბერგი, გერმანია) სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია).
NAKREBI.GE