სტრამერი: დავიღალე, ოჯახები ხედავენ, როგორ იზრდება ენერგიის გადასახადები ტრამპისა და პუტინის ქმედებების გამო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერი ამბობს, რომ დაიღალა იმის გამო, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ქმედებები ენერგიის ფასებზე გავლენას ახდენს.

მისი თქმით, ხალხსა და ბიზნესს ეუბნებიაბ, რომ “უბრალოდ უნდა შეეგუვნენ ამ ყველაფერს, რადგან საერთაშორისო ბაზარზე არიან დამოკიდებული“

„დავიღალე იმით, რომ ქვეყნის მასშტაბით ოჯახები ხედავენ, როგორ იზრდება და იკლებს მათი ენერგიის გადასახადები, ისევე როგორც ბიზნესის ხარჯები, პუტინის ან ტრამპის მოქმედებების გამო მსოფლიოში. და ჩვენ ვეუბნებით ხალხსა და ბიზნესს: „უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ვართ დამოკიდებული“, – განაცხადა სტარმერმა.

სტრამერი მიიჩნევს, რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, დიდი ბრიტანეთი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს.

 “მისი მიღწევის ერთადერთი გზა განახლებად ენერგიაზე კიდევ უფრო სწრაფად გადასვლაა, რადგან ჩვენ მას საერთაშორისო ბაზარზე ვერ მივიღებთ“, – განაცხადა სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი