ორმაგად გასახარია, რომ გაწეული შრომა ფასდება და დამსახურებაზე დაფუძნებით ქვეყანას ენიჭება რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის შესახებ – ანრი ოხანაშვილი

ორმაგად გასახარია, რომ გაწეული შრომა ფასდება და დამსახურებაზე დაფუძნებით, ქვეყანას ენიჭება რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის შესახებ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ჯგუფები ბევრს ეცადნენ, რომ საქართველოს არ მიეღო რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
“თუმცა მათ არ გამოუვიდათ შეთქმულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ, რადგან ჩვენ დამსახურებაზე დაფუძნებით მოგვეცა ეს რეკომენდაცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მცდელობები არ ექნებათ შემდეგშიც ლობისტების მეშვეობით. ისინი კონკრეტულ დროს ელოდებიან, თუმცა ხელისუფლება იზრუნებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი დესტრუქციული ნაბიჯებით არ დაზარალდეს ჩვენი ხალხი და სახელმწიფო,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა