“4 წლის გოგონა სახლში ცემით მოკლეს” – რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში?

28
ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, 4 წლის გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ინფორმაცია უფლებადამცველმა მაქ­ტი­ნა ჯინ­ჯო­ლი­ამ გა­ავ­რცე­ლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 7 აპრილს მოათავსეს კლინიკაში და მას ჰქონდა თა­ვის, სა­ხის, ტა­ნის, ზედა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. სამწუხაროდ, გოგონა მეორე დილითვე გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 4 წლის გაბ­რი­ე­ლას დედა როს­ტოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მამა ად­გი­ლობ­რი­ვია, თუმ­ცა ბავ­შვი დე­ი­დას­თან – ქრის­ტი­ნა ლა­ხი­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.
“აფ­სნიპ­რე­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქრის­ტი­ნა ლა­ხი­ნა ე.წ. და­კი­თხვა­ზე როცა გადაიყვანეს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. სწო­რედ ის არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი