თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის დღე აღინიშნა. ღონისძიება საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთა კუთხეები მოეწყო, სადაც თითოეული ერისთვის დამახასიათებელი ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები გამოიფინა.
ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სათვისტომოების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.