მიხეილ დაუშვილი – ჩვენი მიზანია, „ნაცმოძრაობამ“ თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც „ოცნებამ“ თავის სატელიტებიანად, ჯამში 50%-ზე ნაკლები აიღონ

2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მიზანი არის, რომ “ნაცმოძრაობამ” თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც “ოცნებამ” თავის სატელიტებიანად, ერთად ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის მთავარი ამოცანაა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის ს შემდეგ ძალაუფლება ხელში არ ჩაიგდონ.
„ჩვენთვის “ნაცმოძრაობა” მხოლოდ სახელწოდება, სახელი და გვარი ან კონკრეტული პიროვნება არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენთვის არის ქცევა – ვისთან არ შეიძლება კოალიციის გაკეთება, ვის არ შეიძლება, რომ ანდო ქვეყანა. ჩვენი პოზიცია არის ასეთი – 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მიზანი არის, რომ “ნაცმოძრაობამ” თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად ისევე როგორც “ოცნებამ” თავის სატელიტებიანად, ერთად ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, არცერთს არ უნდა ჩაუგდო ძალაუფლება ხელში. ეს არის ჩვენი ამოცანა.
“ნაცმოძრაობა” ჩვენთვის არის ცალსახად წითელი ხაზი”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.