ტრამპი ომის განახლებით იმუქრება, თუ ირანი “რეალურ შეთანხმებას” არ დაემორჩილება

, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Images9 აპრილს -ს პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალის გამოყენებით დაიმუქრა, თუ თეირანი -სთან მიღწეულ “რეალურ შეთანხმებას” სრულად არ დაემორჩილება.
“ყველა ამერიკული გემი, თვითმფრინავი, სამხედრო მოსამსახურე, დამატებით საბრძოლო მასალებთან, შეიარაღებასთან და ყველაფერ იმასთან ერთად, რაც შეეფერება და საჭიროა ისედაც მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის სასიკვდილო დევნისა და განადგურებისთვის, ადგილზე და ირანის გარშემო დარჩება მანამ, სანამ მიღწეული რეალური შეთანხმების სრულად დაცვა არ მოხდება.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
“თუ რაიმე მიზეზით ეს არ მოხდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ “სროლა დაიწყება,” უფრო დიდად და უკეთესად, და ძლიერად, ვიდრე ეს ოდესმე უნახავს.” – დაამატა მან.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, “ყალბი რიტორიკის მიუხედავად,” ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ხოლო ჰორმუზის სრუტე უსაფრთხო და გახსნილი იქნება.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი “ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას” დათანხმდა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი ირანის “მთელი ცივილიზაციის განადგურებით” დაიმუქრა, რასაც წინ უძღოდა ტრამპის განცხადება, რომ ვადის გასვლამდე შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებზე მასშტაბურ თავდასხმით კამპანიას წამოიწყებდა.
ტრამპი: ირანზე შეტევას ორი კვირით ვაჩერებ, ეს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება!
ამის მიუხედავად, ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია, რის საბაბადაც ირანი ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებს. თავის მხრივ, ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის საკითხიც იყო გათვალისწინებული.
ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ როგორც ტრამპმა, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ახსენა ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა “მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი” უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ირანის 10-პუნქტიანი პირობების სია განსხვავდება იმ 10-პუნქტიანი წინადადებისგან, რომელიც აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გამოსადეგ საყრდენად ჩათვალა.
ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობის მილსადენზე, რომელიც სამეფოს ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საუდის არაბეთის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცხრა დრონი უვნებელყვეს, ხოლო ქუვეითმა განაცხადა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმას “მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი” მოჰყვა.