რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისული პოლიტიკოსი, ირაკლი ბათიაშვილი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდა.
პოლიტიკოსმა მშობლებთან აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ პრო-ევროპული აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ახალგაზრდები გამოუშვას და რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება.
მე ყველგან ვთქვი, რომ აუცილებელია ახლა ხელისუფლებამ გამოუშვას ეს ახალგაზრდა პატიმრები. რა თქმა უნდა, ეს იქნება აუცილებელი და ძალიან კარგი ნაბიჯი,” – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.




