მთავრობის წევრების მისვლამდე 9 აპრილის მემორიალთან პოლიცია გამოჩნდა

დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან პოლიცია გამოჩნდა. იქ „ქართული ოცნების მთავრობის წევრებს ელიან.

პოლიცია ცდილობს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლოს და არ მისცენ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციამ შემაღლებული ადგილებიდან იძულებით ჩამოიყვანა.

„ესენი არიან ადამიანები [9 აპრილს დაღუოული], რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამას. ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც ყველას ყველაფერი გვიღირს…

ესენი არიან ადამიანები [ხელისუფლება], რომლებიც საქართველოს ყიდიან… ეს მემორიალია ის, სადაც ვერ უნდა მოვიდნენ და ვერ უნდა მიდიოდნენ. ნათელია, რამდენი პოლიციელი სჭირდებათ აქ მისასვლელად“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

სპეციალურად ხელისუფლების დასახვედრად, საპატიო ყარაულის დერეფანია მოწყობილი.

„კორიდორი გაუკეთეთ“, „მონები“, „სიკვდილი რუსებს“, „არ უტყდებათ, რომ პოლიციის დახმარებით მოდიან?“ – ისმის შეძახილები.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება