რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქი კრივოი-როგი. ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო შახტიდან ამოსვლის პრობლემა შეექმნა ათეულობით მაღაროელს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, ს საოკუპაციო ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებს.
სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ქვესადგურის დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივოი-როგი. ადგილზე კომპანიის სპეციალისტები მუშაობენ.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ენერგომომარაგება შეუწყდა ორ მაღაროსაც და მიწისქვეშ დარჩა 100-ზე მეტი მეშახტე. მოგვიანებით მათი ნაწილის ამოყვანა მოხერხდა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 25 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ