თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.”
· ვაკის რაიონი – წყნეთი,არსენას ქ.N57-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:00-დან 20:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: არსენას ქუჩას.
· სამგორის რაიონში – კაიროს ქუჩის N42-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01/02 23:45-დან 02/02 10:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ლორთქიფანიძის (კაიროს) N 79-101 (კენტებს) , ნატო გიორგაძის, ნინო თოიძის, აზა ადამიას, ელენე მეტრეველის ქუჩებს.
· დიდუბის რაიონში – ლუბლიანას ქუჩის N 72-74-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01/02 23:50-დან 02/02 10:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: ბალანჩინის, ბელიაშვილის შესავევს, ბელიაშვილის მე-3 ჩიხს ( ბოცვაძის ქუჩა) ბელიაშვილის ქუჩის N 40 და N 40ა, დისევის, ლუბლიანას ქუჩის N 21 და N 22-ს (ჟვანიას, მიხაილოვის, ჯოენის და ციციშვილის კლინიკებს).
· კრწანისის რაიონში – შოთა ნიშნიანიძის ქუჩის N14-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:45-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ნიშნიანიძე, ბარათაშვილის N 7-19 (კენტები და ლუწები).
· კრწანისის რაიონი – რუსთავის გზატკ. N 267-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:00-დან 18:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: რუსთავის გზატკეცილის 267დ, 269/8, 269/10, 271/9 და 271/13 ნომრებს. აღნიშნულ გამორთვას დაემატა; რუსთავის გზატკეცილი N247-დან N271-ის ჩათვლით კორპუსებს; ვაგზლის, ლევან ღოღობერიძის, ევსტატე მცხეთელის (აბზ. დასახლება) ქუჩებს; ვაგზლის გასავალს წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 10:00-მდე.
· მთაწმინდის რაიონში – რუსთაველის გამზ. N31-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:50-დან 10:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: რუსთაველის გამზ. N 11-29(კენტები), გიორგი ჭანტურიას, თაბუკაშვილის N25-53(კენტები) და N30-46(ლუწები), მესხიას, ქუთათელაძის, ვასო აბაშიძის და რევაზ ლაღიძის ქუჩებს.
· ნაძალადევის რაიონში – მაღალაშვილის და საჩხერის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:00-დან 12:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:ცოდნისკარის, მაღალაშვილის, საჩხერის, ტყიბულის, ხვანჭკარის, ირემაშვილის, სადმელის, ველისციხის, კაკაბაძის, გარიყულას და ბარამიძის ქუჩებს.
· კრწანისის რაიონში,აჰმედ ჯავადის 1 ჩიხში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:00-დან 14:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მ. აბრამიშვილის ქუჩას მთლიანად, მეგობრობის, ორთაჭალის ტურფას, საცურაო აუზი ,,ოლიმპიკი” ახმედ ჯავადის, ბერი გაბრიელ სალოსის N1-N54, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის და აფშინაშვილის ქუჩებს.
· სამგორის რაიონში – წყალმომარაგება შეწყვეტილი გაქვთ ჯავახეთის ქუჩის N 303 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 02/02-ის 18:00-ზე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ვარკეთილი 3- ის III მიკროს 301, 302, 303, 304, 304გ, 304ვ, კუპრაძია ქ. 24, 26, 28.

ასევე დაგაინტერესებთ