რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?

ფოტო: NASA
4
წაკითხვა
NASA-ს არტემის 2-ის მისია წარმატებით სრულდება, ყველაფერი კარგად მიდის, ასტრონავტებმა უამრავი რეკორდიც დაამყარეს. მეორე მხრივ, ხშირად ისმის კითხვა: რა გვასწავლა ამ მისიამ რეალურად და რამდენად მიღწევადია 2028 წელს მთვარეზე ადამიანის დაშვება?
Space Launch System (SLS)-მა სრულყოფილად იმუშავა. გაშვების ყველა ნაწილი გეგმის მიხედვით წარიმართა, მათ შორის, ძრავის გათიშვისა და ბუსტერის ჩამოცილების პროცესები. ტრაექტორიის დარეგულირება სამჯერ იყო დაგეგმილი, თუმცა მხოლოდ ერთხელ გახდა საჭირო, რადგან რაკეტა ისედაც სწორ გზაზე იყო. მეორე დღეს ხომალდმა Orion მთავარი ძრავა 5 წუთით და 55 წამით ჩართო, რამაც იგი მთვარის მიმართულებით ყოველგვარი დამატებითი შესწორებების გარეშე გაუშვა. ბევრმა ექსპერტმა ეს პროცესები სრულყოფილად შეაფასა. მოკლედ რომ ვთქვათ, საინჟინრო თვალსაზრისით არტემისის მისია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასტრონავტების უნარების გამოცდა იყო. ეკიპაჟი უმნიშვნელო პრობლემებს მართლაც გადააწყდა, მაგალითად, საპირფარეშოს, წყლის დისპენსერსა და ჰელიუმის სისტემასთან დაკავშირებულს, თუმცა ასტრონავტებმა ეს ხარვეზები მალევე აღმოფხვრეს. გარდა ამისა, მათ ხომალდის გამართულობაც შეამოწმეს, განსაკუთრებით სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამომავლო მისიები უსაფრთხოდ წარიმართოს.
ამ ყველაფერთან ერთად, ეკიპაჟის წევრებმა უამრავი კვლევაც ჩაატარეს, მაგალითად, მთვარის ზედაპირი ახლოდან შეისწავლეს და მზის დაბნელებაც იხილეს. ასტრონავტებმა მთვარის 35 გეოლოგიური თავისებურება რეალურ დროში იხილეს ისევე, როგორც ფერების ვარიაციები (ამან შეიძლება მინერალური შედგენილობის შესახებ შეგვიქმნას წარმოდგენა). ეს ყველაფერი ფოტოებზეც აღბეჭდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი მთვარის ბნელ მხარეს მდებარე 965-კილომეტრიანი კრატერია. სხვათა შორის, ეკიპაჟის წევრის, რიდ ვაისმენის გარდაცვლილი ცოლის პატივსაცემად, გლუშკოს კრატერთან მდებარე ერთ-ერთ კრატერს ქეროლი დაარქვეს. ამ ჟესტმა Artemis 2-ის მისიას ემოციური დატვირთვაც მიანიჭა.
ხომალდი დედამიწისკენ მოემართება, დაშვება 11 აპრილს, სან დიეგოში მოხდება. ატმოსფეროში შემოსვლა ყველაზე მეტ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან კაფსული ატმოსფეროში 40233 კმ/სთ სიჩქარით შემოვა. ამ ნაწილის სრულყოფილად სიმულირება ყველაზე რთულია, ამიტომ მისიის წარმატებას უმეტესად ამ ეტაპის შედეგი განსაზღვრავს.
სამომავლო მისიებისთვის NASA-ს ახლა უფრო მკაფიო გეგმები აქვს, თუმცა რამდენად დაეშვებიან ადამიანები 2028 წელს მთვარეზე, ჯერაც უცნობია. საბოლოოდ, Artemis 2 კაცობრიობისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, ამ მისიის შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში უამრავ სხვა მისიასაც შეუწყობს ხელს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?3154 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ2368 ნახვა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები1703 ნახვა
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი974 ნახვა
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ898 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა

როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო -მ გამორჩეულად შეცვალა
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო -მ გამორჩეულად შეცვალა
გადახედვა
ტექნოლოგიები
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
გადახედვა
კოსმოსი
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
ტექნოლოგიები
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება