პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს დღეს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, ასევე, დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება. პროცესი ორშაბათიდან ჯერ კომიტეტებში წარიმართება, სავარაუდოდ, მომდევნო ხუთშაბათს კი, პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატი დამტკიცდება.ზუსტად ერთ კვირაში ქვეყანას განახლებული მთავრობა ეყოლება.
როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. უკვე ყოფილი მინისტრი კი შესაძლოა მალე ნატოში საქართველოს ელჩად ვიხილოთ.
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. „ქართული ოცნების” სიაში ის 71-ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს