სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო

2
თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა – მისივე თქმით, სროლის შემდეგ ერთი შეიარაღებული პირი მოკლეს, ორი კი დაჭრილია.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ შეტაკების დროს ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა.
თურქეთის შს მინისტრის თანახმად, თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა. მან ასევე თქვა, რომ “ტერორისტების ვინაობა იდენტიფიცირებულია”.
“დადგენილია, რომ იზმითიდან დაქირავებული მანქანით სტამბოლში ჩასულ პირებს შორის არის ერთი, რომელსაც კავშირი აქვს ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა (რელიგიას ბოროტად იყენებდა). ასევე დადგინდა, რომ ორი ტერორისტიდან ერთ-ერთს, რომლებიც ძმები არიან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართლებრივი ისტორია აქვთ”, – განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა.
საქმეს სტამბოლის პროკურატურა იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს