უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც დაზიანებული ბორანია ასახულიუკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დრონის იერიშით გაანადგურეს ქერჩის სრუტეში რუსეთის უკანასკნელი სარკინიგზო ბორანი, სახელად “სლავიანინი”. ბორანი ოკუპირებულ ყირიმზე განლაგებული რუსი სამხედროების მომარაგებას ემსახურებოდა.
“2026 წლის 5-6 აპრილის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს აქტიურ მოქმედებათა დეპარტამენტის ოსტატებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მწყობრიდან გამოიყვანეს “სლავიანინი” – ქერჩის სრუტეში საოკუპაციო არმიის უკანასკნელი სარკინიგზო ბორანი, რომელიც ჯერ კიდევ ცურავდა.” – ნათქვამია ГУР-ის განცხადებაში.
ГУР-ში ამბობენ, რომ ეს ბორანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ოკუპირებულ ყირიმზე რუსი სამხედროების საწვავით, შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით მომარაგებაში.