ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ყაველაშვილი ავრცელებს.
“შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში.
ყურადღება გავამახვილე „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ამასთან, აღვნიშნე, რომ საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.
კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა”. – წერს ყაველაშვილი Facebook-ზე.