მედია: ლიბანში ისრაელის იერიშების გამო ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემები კვლავ შეაჩერა

ირანის სამთავრობო მედიამ, Fars-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეაჩერეს, რის მიზეზადაც ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებენ.
ირანული სამთავრობო მედიის ცნობით, -სთან ცეცხლის შეწყვეტის გაფორმების შემდეგ სრუტეში ორმა ტანკერმა გაიარა, თუმცა გემების გადაადგილება ისრაელის ბეირუთზე დარტყმის შემდეგ შეაჩერეს.
პარალელურად, კიდევ ერთი ირანული სამთავრობო მედია Tasnim-ი ციტირებს რეჟიმის ანონიმურ მაღალჩინოსანს, რომლის თქმითაც თუ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დატოვებას განიხილავს. მისივე თქმით, შეთანხმების დატოვების განხილვის პარალელურად, მიმდინარეობს საპასუხო სამიზნეების შერჩევა.
“თუ ამერიკა რეგიონში საკუთარ ქოფაკებს ვერ აკონტროლებს, ირანი მას ამ საკითხში დაეხმარება! თანაც ძალით!” – უთხრა სამთავრობო მედიას ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
ისრაელმა 8 აპრილს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში ცენტრალურ ბეირუთს დაარტყა. იერუსალიმის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება. თუმცა, როგორც AP News-ი წერს, პაკისტანელი მედიატორის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ზავი ლიბანსაც ითვალისწინებს.
ლიბანი და ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტაში არ ყოფილა გათვალისწინებული -ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, თქმითაც.
პარალელურად მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ირანმა ქუვეითში ენერგეტიკული სექტორის ობიექტებს დრონებით დაარტყა.
ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ 8 მარტს გაავრცელა ცნობა. მცირე ხნით ადრე, ის “მთელი ცივილიზაციის განადგურებით” იმუქრებოდა.