ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება, არსებული მდგომარეობის შეფასება და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური მიმართულების, გარემოს დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებული გამოწვევები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობით, რათა შეიქმნას განვითარების ეფექტიანი გეგმა, რომელიც პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სამუშაო ჯგუფის წევრები, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და პროცესში ჩართული მხარეები.