ქუვეითში ამბობენ, რომ ირანმა მათ ენერგოობიექტებს დაარტყა

ირანის 1-ელი აპრილის იერიშის შედეგი ქუვეითში, საილუსტრაციო ფოტოAFPქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ირანის დრონების თავდასხმას “მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი” მოჰყვა. იერიშის სამიზნე ქუვეითის ბენზინის კორპორაცია და ენერგიისა და წყლის რესურსების სამინისტრო იყო.
როგორც სამინისტროში ამბობენ, რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურასა და სამ ენერგოსადგურზე, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი.
აქამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ, ლიბანზე ისრაელის იერიშების პასუხად, ირანმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდები კვლავ შეაჩერა. თეირანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს და მაღალჩინოსნები მედიასთან ამბობენ, რომ შეთანხმების დატოვებას განიხილავენ.
პარალელურად ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება, მოიცავს თუ არა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ებრძვის. როგორც , ისე -ს პრეზიდენტი, ამბობენ, რომ ზავი ლიბანს არ ეხებოდა. საწინააღმდეგო ცნობას ავრცელებენ პაკისტანელი მედიატორები.