როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და „საკუთარი თავით აგებთ პასუხს“, მათ შორის ამაზეც უნდა აგოთ, რომ გაჩუმებულები იყავით

რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
არჩილ გორდულაძემ ძალადობის მიუღებლობასთან დაკავშირებით ასევე გაიხსენა წარსულში მომხდარი ფაქტი, როდესაც პარლამენტის წევრ ქალბატონს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად ოპოზიციის აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც რატომღაც არ ყოფილა მიუღებელი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის.
„რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი და აქ არის ერთი დიდი წერტილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ქალბატონს თავს ესხმის ვინმე და ქალს შეურაცხყოფას აყენებს, ყველასთვის მიუღებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც უნდა იყოს მიუღებელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალბატონს, საკუთარ შვილებთან ერთად შეურაცხყოფას აყენებს, კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს წესით და როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ და საკუთარი თავით ვაგებთ პასუხსო ჩვენს სიტყვებზეო, მათ შორის ამაზეც უნდა ვაგოთ, რომ გაჩუმებულები ვიყავით. გაჩუმებულები,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა