საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, PLUS და Amex ბარათის მფლობელებს სააღდგომო შეთავაზებები მოუმზადა.
8 აპრილს – Tserti-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 100 ლარის)
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მობილბანკში გააქტიურება და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. ქეშბექი მომენტალურად აისახება ანგარიშზე.
9 აპრილიდან 9 ივლისის – ჩათვლით კი Tserti-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ.
8-10 აპრილს – Carrefour-ის პროდუქტების Wolt-ის აპლიკაციიდან შეძენისას PLUS ბარათის მფლობელები მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ Wolt კრედიტების სახით.
გაითვალისწინეთ, რომ აქცია არ ვრცელდება Apple/Google Pay-ით გადახდისას. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
20 აპრილის ჩათვლით, PLUS ბარათით გადახდისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა შემდეგ ობიექტებში:
· დოდონატი;
· ასორტი;
· თაკალო;
· ჩიზქეიქერი.
31 მაისის ჩათვლით მარკეტ Nazilbe-ში PLUS ბარათით გადახდისას 5-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვება იქნება შესაძლებელი.
ხოლო, საკრედიტო Amex ბარათით გადახდისას 5- ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ:
· კონფი;
· ტკბილი;
· Chicoli;
· მადამ შუ;
· BROD.




